აგვისტო 5, 2017

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

უკრაინის დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი გამოხატავს საქართველოს მხარესთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ინტერესს, რაც გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერ–პედაგოგების გაცვლას. აღნიშნულ უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების სფეროში მრავალწლიანი, მდიდარი ისტორია აქვს და ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან.