ნოემბერი 7, 2015

ტოლერანტობა თავისუფლებაა

საქართველოს უნივერსიტეტი ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თემაზე „ტოლერანტობა თავისუფლებაა“. კონკუსრის მიზანია ხელი შევუწყოთ ტოლერანტული ღირებულებების გაზიარებას და დამკვიდრებას.


კონკურსის პირობები:

კონკურსანტებმა უნდა მოიფიქრონ სოციალური კამპანია ტოლერანტობასთან დაკავშირებით.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

საუკეთესო კამპანიის ავტორს გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის ჟიური, რომელსაც გადაეცემა ბიუჯეტი 1000 ლარის ოდენობით კამპანიის განსახორციელებლად. თითოეული კონკურსის მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.


თქვენ მიერ მოფიქრებული კამპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

კამპანიის იდეა მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული;

კამპანია უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს;

კამპანიას უნდა ჰყავდეს სამიზნე სეგმენტი;

კამპანიის კონცეფცია უნდა იყოს ორიგინალური და კრეატიული.


ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 28 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრუნულ მისამართზე.https://www.ug.edu.ge/registration_m