ნოემბერი 20, 2015

კრასტიო პეტკოვის საჯარო ლექცია

2015 წლის 26 ნოემბერს, 13:00 საათზე „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ეგიდით დაგეგმილია ბულგარეთის სოფიის ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტისა და პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯის პროფესორის, კრასტიო პეტკოვის საჯარო ლექცია.
კრასტიო პეტკოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთი ორგანიზაციების პროექტებში, როგორებიცაა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (The Friedrich Ebert Stiftung), ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ETUC) და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე - http://www.kpetkov.eu/en/curriculum-vitae).
გამომდინარე იქიდან, რომ ადგილები შეზღუდულია, აპლიკანტების შერჩევა მოხდება გამოგზავნილი სააპლიკაციო ფორმების რიგითობის მიხედვით.
საჯარო ლექცია მიეძღვნება ქვემოთ მოცემული საკითხებიდან მხოლოდ ერთს:

  • ევროკავშირის შრომის ბაზარი: უმუშევრობა, არარეგისტრირებული სამუშაო, რეგულაციები;
  • შემოსავლების უთანასწორობა ევროკავშირში. აქცენტი გაკეთდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონზე;
  • ევროკავშირის საგადასახადო მოდელები, ეროვნული და რეგიონული მოდიფიკაციები;
  • ევროკავშირის ქვეყნების საპენსიო რეფორმები: ფინანსური, სოციალური და დემოგრაფიული განზომილებები;
  • ევროკავშირის მინიმალური სოციალური სტანდარტები. მინიმალური ხელფასი;
  • სოციალური დიალოგი კრიზისების დროს ევროკავშირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში;
  • ფინანსური ვალები ევროზონაში: საბერძნეთის მაგალითი;
  • ევროკავშირი, საემიგრაციო და დევნილების კრიზისი: გეო-ეკონომიკური ქვეტექსტები.

რომელიც 19 ნოემბრის ჩათვლით შეირჩევა ხმის მიცემის პრინციპით და გამოვლინდება ხმათა უმრავლესობით. https://fans.vote/…/---educational-program-regarding-europe…
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ შემდეგ მისამართზე -http://goo.gl/forms/2N9goMEG4Y
ლექციის ჩატარების ზუსტი ადგილისა და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ 20 ნოემბერს.
საჯარო ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.