ივნისი 15, 2016

შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. ეს არ არის საზეიმო დღე, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი 150 000–ზე მეტი თანამოქალაქის პრობლემებს, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან, რომ აუცილებელია მათი უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა.