ნოემბერი 13, 2015

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

მსოფლიო 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 3 დეკემბერს მართავს ტრადიციულ ღონისძებას, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა არაერთი აქცია და აქტივობა.
ღონისძების მიზანია წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულების პოპულარიზაცია, სტიგმასთან ბრძოლა, რეგიონებში მცხოვრები შშმ პირების გააქტიურება. ღონისძიებებში ჩაერთვებიან შშმ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.


განრიგი:
1 დეკემბერი - მარნეული, ცნობიერების ამაღლების ტრეინინგი 50 ახალგაზრდისთვის (თემა: შშმ პირები)
2 დეკემბერი - რუსთავი, ცნობიერების ამაღლების ტრეინინგი 50 ახალგაზრდისთვის (თემა: შშმ პირები)
3 დეკემბერი- მარნეულის სპორტის სასახლე:
10:00-12:00 სთ მონაწილეთა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ მიწოდებული სიებით.
12:00 სთ შეჯიბრი: ჭადრაკი, ნარდი, შაში, დარტსი, მაგიდის ჩოგბურთი, სირბილი 30 მეტრზე, მკლავჭიდი.
15:00 სთ პარაკალათბურთის საჩვენებელი მატჩი პროფესიონალ კალათბურთელებსა და პარაკალათბურთელებს შორის.
16:00 სთ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულთა და ტრეინინგში ჩართული 50 ახალგაზრდის დაჯილდოება სიგელებითა და საჩუქრებით.

3 დეკემბერი - რუსთავის დრამატული თეატრი:
17:30 სთ ხელნაკეთი ნივთების, ნახატებისა და სამკაულების გამოფენა-გაყიდვა;
18:00 სთ ინკლუზიური დასკვნითი გალა-კონცერტი და 50 რუსთაველი მოხალისისთვის სიგელების გადაცემა

პროექტის ორგანიზატორები:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
ქვემო ქართლის გუბერნია