ნოემბერი 9, 2015

შეხვედრა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 10 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელთან, თემაზე: "ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი (თანამედროვე გამოწვევები)". შეხვედრა დაიწყება 19:00 საათზე.
მისამართი: ფიროსმანის ქუჩა, #7 (მერიასთან). დასწრება თავისუფალია.