სტუდენტური სერვისები

ბიბლიოთეკით მომსახურება

სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს მყუდრო, ნათელი, მოხერხებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი და საცავი.

ბიბლიოთეკის ფონდის უმეტესი ნაწილი დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის პროფილის შესაბამისი სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო ლიტერატურით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.

ბიბლიოთეკაში დაცულია სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ლექციების ელექტრონული (CD და DVD) ვერსიები.

ბიბლიოთეკაში არსებობს ორი სახის ანბანური და სისტემატური კატალოგი.

ჯანდაცვა

სასწავლო უნივერსიტეტში არსებული სამედიცინო სამსახური ზრუნავს თითოეული სტუდენტის ჯანმრთელობაზე. გამოცდილი ექიმი, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, მზად არის, პირველადი დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს.

სამედიცინო კაბინეტი უზრუნველყოფილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მედიკამენტით.

დაცვის სამსახური

სასწავლო უნივერსიტეტში ყველა პირობაა სტუდენტებისათვის უსაფრთხო გარემოს, სასწავლო პირობებისა და მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელად.

უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს თითოეული სტუდენტის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი ურთიერთობების დამკვიდრების თაობაზე.

უნივერსიტეტის შემოსაზღვრული ტერიტორია, უნივერსიტეტის კედლებში გამეფებული მყუდრო გარემო და საგანგებოდ დაცული ავტოსადგომი დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ყოველდღიური აქტივობის შედეგია. უნივერსიტეტის გარე პერიმეტრზე განთავსებულია სამეთავალყურეო კამერები.

სტუდენტური სასადილო

სასწავლო უნივერსიტეტში მთელი დღის მანძილზე ფუნქციონირებს სტუდენტური სასადილო. ფუნთუშეულის, ნამცხვრებისა და ნატურალური წვენების ღირებულება ნებისმიერი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია.

სტუდენტთა ჯანმრთელ კვებაზე ზრუნვა სტუდენტური სასადილოს თითოეული თანამშრომლის პრესტიჟის საქმეა.

კომპიუტერული ცენტრი

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად შეასრულოს პრაქტიკული დავალებები.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე ინოვაციური ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევებს, შეისწავლონ და შეძლონ მათი გამოყენება მომავალი საქმიანობის სფეროში.

WIFI ზონა

სასწავლო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია უკაბელო ინტერნეტი.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონდე სტუდენტებისათავის ხელშწყობა.

სასწავლო უნივერსიტეტის შესასვლელში დამონტჟებულია ლიფტი სსსმ სტუდენტებისათვის და პირებისთვის. გარდა ამისა უნივერსიტეტში არსებობს სველი წერტილი ადაპტირებული სსსმ პირებისათვის. შიდა პერიმეტრზე კიბეებზე დამონტაჟებულია პანდუსი. რექტორის ბრძანებით დაცვის სამსხურიდან გამოყფოილია პირი,რომელიც დახამრებას გაუწევს სსსმ პირს/სტუდენტს.

დასაქმება სასწავლო უნივერსიტეტში.

სასწავლო უნივერსიტეტი აძლევს შესაძლებლობას კურსდამთავრებულებს კომპენტეციიდან გამომიდინარე დასაქმდნენ სასწავლო უნივერსიტეტში.

კარირერის დაგეგმვა.

ტუტორიუმი

ტუტორი, როგორც წესი არის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი, რომელსაც უკვე გააჩნია უნივერსიტეტში სწავლის გარკვეული გამოცდილება, იცის ძირითადი წესები და ერკვევა მის სტრუქტურაში. ტუტორი იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს ახლადჩაბარებულ სტუდენტს უნივერსიტეტის სტრუქტურაში ორიენტაციისთვის. ეხმარება მას სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში, აღება/გამოცვლა, კრედიტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და ა.შ. თუმცა სურვილის და საჭიროების შემთხვევაში ტუტორი ეხმარება მის პარტნიორს ზოგადად ქალაქში ორიენტაციაშიც. ეხმარება მას სხვადასხვა საზოგადო ტრანსპორტის ბილეთების ყიდვაში, აცნობს ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებს და ა.შ. მთავარი მიზანი არის ის, რომ ახლადჩაბარებულმა სტუდენტმა უშუალოდ სტუდენტისაგან მიიღოს ცოცხალი გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის შესახებ. ამავდროულად ამგვარი ურთიერთობა მაქსიმალურად ჩქარ და ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ტუტორების პროგრამა როგორც წესი, უცხოელ და ადგილობრივ სტუდენტების დაკავშირებას გულისხმობს, სასწავლო უნივერსიტეტში არსებული პროგრამა შესაძლებელს ხდის ორი ქართველი სტუდენტის დაკავშირებასაც.

ტუტორსა და მის პარტნიორს შორის ურთიერთობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტური სერვის ცენტრი, რომელიც დაეხმარება პროგრამაში მონაწილეებს, როგორც ადმინისტრაციული სირთულეების დაძლევაში ასევე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში.

ტუტორების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის უნდა წარადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი სტუდენტურ სერვის ცენტრში ან გადმოაგზავნოთ ეს მასალა ელ. ფოსტაზე:studentservicervaliuni@gmail.com

კარიერაში ხელშეწყობა

სასწავლო უნივესიტეტში არსებობს კარიერის ცენტრი,რომელიც დახმარებას უწევს კურსდამთავრებულებს და მაღალი კურსის სტუდენტებს დასაქმებაში.

სტუდენტური სერვის-ცენტრის დებულება