მაისი 25, 2016

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტური

20 მაისს უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით უმაღლესი სასწავლებლებისათვის წამოწყებულ საგანმანათლებლო ტურს შეუერთდნენ. სტუდენტებისთვის გაცნობითი სახის სემინარი გაიმართა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ და მომსახურების დეპარტამენტის რუსთავის სერვისცენტრში.
სტუდენტები ადგილზე გაეცნენ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ობიექტებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, სერვისებსა და პროცედურებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ.
სემინარში 20-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.