ივნისი 30, 2015

რუსთავი საქართველოსთვის

28 ივნისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რუსთავის პარკში (ამფითიატრში) მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება ,,რუსთავი საქართველოსთვის", სადაც მონაწილეობას იღებდნენ: ჯგუფი "მერმისი", ოთო ბერიშვილი, ჯგუფები "ბაზმა", ჯგუფი "რუქართი", მეცამეტე თვის პოეტები. საღამოზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა 13 ივნისს დაზაალებულთა ფონდში.