დეკემბერი 1, 2016

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა

შიდსთან ბრძოლის დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 570.000 ბავშვი იყო.