თებერვალი 28, 2017

მევლანას გაცვლითი პროგრამა

გაცნობებთ, რომ 2017-2018 წლის "მელვანა"-ს საგანმანათლებლო - გაცვლითი პროგრამისთვის განაცხადების მიღება იწყება.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრებს და მაგისტრანტებს, ასევე აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს. პროგრამა ითვალისწინებს რიზის უნივერსიტეტში (თურქეთი) არსებულ სასწავლო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას. დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობების და მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://rvali.edu.ge/ge/publisher

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსს პროფ. ზოია ადამიას. ტელ: 599270746