მარტი 16, 2016

მაგისტრანტთა რეგისტრაცია იწყება!

მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge) რეგისტრაცია 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს.

რეგისტრაცია; ინსტრუქცია (გზამკვლევი)

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ელექტრონული ფოსტა;
მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

„საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
ვებგვერდზე ipay.ge - (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
ვებგვერდზე www.PayBox.ge - (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.gov.ge ) შესვლის შემდეგ