ოქტომბერი 11, 2016

ლიტერატურული კონკურსი ,,ექვთიმე 2016

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტრეტი რუსთავის სკოლის მოსწავლეებს გთავაზობთ ლიტერატურულ კონკურსს - „ ექვთიმე 2016 “
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია რუსთავის სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს
(ასაკი შეზღუდული არ არის)
კონკურსის პირობები :
 კონკურსში განიხილება ნებისმიერი თემატიკის და ჟანრის დასრულებული პროზაული ნაწარმოები ; საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში.
 კონკურსის თემატიკა არ არის შეზღუდული;
 საკონკურსო ნაწარმოები უნდა იყოს ქართულ ენაზე;
 ნაწარმოების მოცულობა 1- 3 გვერდი (შრიფტი-Sylfaen, ზომა11, ინტერვალი1/5);
 ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოების წარმოდგენა
 საკონკურსო მასალის წარდგენის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი
 ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს კონკურსის FB გვერდზე:https://www.facebook.com/eqvtimeuni/ - მესიჯად-WORD-ის ფაილით;
საკონკურსო ნაწარმოებთან ერთად ავტორმა უნდა წარმოადგინოს პერსონალური მონაცემები:
 ავტორის სახელი, გვარი;
 სკოლის დასახელება ;
 საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი.
კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს განიხილავს ჟიური.
დაჯილდოვება მოხდება ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წლის 16 იანვარს.