ბიბლიოთეკა

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაფუძნებულია უნივერსიტეტის მიერ და არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც განთავსებულია უნივერსიტეტის ბიბლიოგრაფიული ფონდი _ საგანმანათლებლო ერთეულების სახელმძღვანელო, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, აგრეთვე ისტორიული, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის ლიტერატურული და საინფორმაციო მასალა.



ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით და აგრეთვე ამ დებულებით.


ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ხელშეწყობა.
ბიბლიოთეკის ძირითად მიზნებს წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების ხელშეწყობა სათანადო სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით. უნივერსიტეტში ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე კვირისა და უქმე დღეების გარდა, გარდა, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე



ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: ნათელა ებიტაშვილი


ბიბლიოთეკარის თანაშემწე - თამუნა ფეიქრიშვილი