კარიერაში ხელშეწყობა

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერაში ხელშეწყობის სამსახური.
სამსახურის მიზანია:

  1. შრომითი ბაზრის კვლევა;
  2. ვაკანსიების მუდმივი მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის;
  3. შრომის ბაზარზე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემების შეგროვება და დასაქმებულ კურსდსამთავრებულთა სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი პროფესიების მიხედვით;
  4. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შორის სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მათი მოლოდინის, დასაქმების სფეროში არსებული სირთულეების, რეალური პრობლემებისა და სხვა შესახებ;
  5. ქვენო ქართლის რეგიონში და მთლიანად საქართველოში არსებულ კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარება, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით პოტენციური დამსაქმებლების დაინტერესების გაზრდის მიზნით;
  6. პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სტუდენტთა სტაჟირება-პრაქტიკის ხელშეწყობაში;
  7. პროფესიული და კარიერული ზრდის ტრენინგ-კურსების მოწყობა (შეხვედრების ორგანიზება წამყვანი კომპანიებისა და ბრენდების წარმომადგენლებთან);
  8. სტუდენტებისათვის ტრენინგების ჩატარება სამსახურის ძებნის ტექნიკის სრულყოფაზე, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენასა და გასაუბრების თავისებურებებზე;
  9. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრების ორგანიზება გამოცდილების გაზიარების მიზნით.