ივნისი 26, 2015

გიწვევთ საქველმოქმედო კონცერტზე

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, 2015 წლის 28 ივნისს, 18 საათზე გიწვევთ რუსთავის პარკში 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჯგუფები და შემსრულებლები. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემათ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს