იანვარი 17, 2017

გაზაფხულის მობილობის ეტაპები და ვადები

პირველი ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 10 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.
2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 17 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით.

მეორე ეტაპი:
1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა - 2017 წლის 20 იანვრის 12:00 საათიდან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა - 2017 წლის 20 იანვრის 12:00 საათიდან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2017 წლის 7 თებერვალი

მესამე ეტაპი:
1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა - 2017 წლის 7-8-9 თებერვალი.
2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის წერილობითი განცხადებით პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - მიმღები უმაღლესი საგანმანათლელო დაწსესბულების მიერ დადგენილი ვადები.
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადები- მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.

მეოთხე ეტაპი:
1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 7 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
2. წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა -2017 წლის 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2017 წლი პიველ მარტამდე.

მეხუთე ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა - 2017 წლის 2 მარტის ჩათვლით
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარმოდგენის ვადა - 2017 წლის 6 მარტის ჩათვლით
3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა - 2017 წლის 2 მარტის ჩათვლით,
4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა- 2017 წლის 6 მარტის ჩათვლით.
5. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა -სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა
6. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 7 მარტი.