ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის ფაკულტეტი


ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ციური დურული - პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი


ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ნინო შავიშვილი - ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.

ბიზნეს ადმინისტრირება მოიცავს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დამწყები ბიზნესმენებისთვის და მენეჯერებისთვის, ასევე მოქმედი ფინანსისტებისთვის, წარმოების ხელმძღვანელებისთვის, მენეჯერებისთვის და ასევე კადრების განყოფილების თანამშრომლებისთვის. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობის შესაბამის დონეზე შესწავლა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ სწავლების აქტიური მეთოდებით.

ამ ეტაპზე სასწავლო უნივერსიტეტში აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამები.ამასთან სტუდენტებს,საბაკალავრო საფეხურზე, საშუალება აქვთ major ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან ერთად,აირჩიონ დამატებითი minor პროგრამები:ინგლისური ენა და ლიტერატურა და ტურიზმი.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

სასწავლო გეგმა


საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა

სასწავლო გეგმა


ტურიზმი წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს, რომელიც ვითარდება დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით.


აქედან გამომდინარე, ტურიზმი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც შეიცავს მაპროფილებელ საგნებს, როგორც საბუნებისმეტყველო, ისე სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ამდენად, ტურიზმის პროგრამული მიმართულების კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სასწავლო კურსი არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, ვინაიდან სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ტურისტულ საწარმოებთან.


დღევანდელ პირობებში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმის პროგრამული მიმართულება ხორციელდება მხოლოდ საბაკალავრო პროგრამებზე. სტუდენტებს საშუალება აქვთ საბაკალავრო major ტურიზმის პროგრამულ მიმართულებასთან ერთად აირჩიონ დამატებითი minor პროგრამები, ინგლისური ენა ლიტერატურა, ფინანსები.


ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა


Major ტურიზმი

სასწავლო გეგმა


Minor ტურიზმი

სასწავლო გეგმა