ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი





ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ. მაია მარღანია - პროფესორი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამაზე ინგლისური ენა და ლიტერატურა ითვალისწინებს ინგლისური ენის სწავლებას ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით.პროგრამა უზრუნველყოფს, როგორც სწავლებისა და სწავლის მაღალ ხარისხს, ასევე ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას. ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე სწავლება მიმდინარეობს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი, ლინგვისტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა.


პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს თავისუფლად, ნორმატიულად გამართულად და ფუნქციურად ადეკვატურად გამოიყენონ სამეტყველო აქტივობის ყველა სახეობა (მოსმენა, კითხვა, საუბარი, წერა), რომლებიც მათ ენის ცოდნის პროფესიულად ორიენტირებული სრულყოფისათვის შეუქმნის საფუძველს.


სტუდენტებს საშუალება აქვთ ძირითადი (major) საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, აირჩიონ დამატებითი (minor) პროგრამები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის დასაქმების შანსს შრომით ბაზარზე.




ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა

სასწავლო გეგმა



Minor ინგლისური ენა და ლიტერატურა

სასწავლო გეგმა



ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამა

სასწავლო გეგმა