ოქტომბერი 6, 2015

Erasmus+ სტიპენდიების მოსაპოვებლად საბუთების მიღება დაიწყო


2015-2016 სასწავლო წლიდან ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ERASMUS+ ის საგრანტო პროგრამაში და მოიპოვონ სტიპენდია. პარტნიორ უნივერსიტეტთან შემუშავებული პროექტი შერჩეულია დასაფინანსებლად და გამოყოფილია გრანტი. სტიპენდია დაფარავს მონაწილის უცხოეთში ყოფნის ხარჯებს.



აპლიკაციების მიღება შესაძლებელია: 1 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საერთშორისო ურთიერთობათა სამასხურის უფროსს ზოია ადამიას. ტელ: 577 111 513