მარტი 21, 2017

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა.

21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიული მოვლენის.