მაისი 5, 2016

ჩემი მომავალი ბიზნესი

26 აპრილს, 12 საათზე, თბილისში (,,ა“ კორპუსში, ნულ სართულზე - კინოთეატრის დარბაზი) საქართველოს პარლამენტში მოეწყო სკოლის მოსწავლეების კონფერენცია თემაზე: ,,ჩემი მომავალი ბიზნესი"რომლის ორგანიზატორი იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებატა კანდიდატი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ვაჟა კაკაბაძე. კონფერენციას დაესწრნენ საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.