ივნისი 15, 2016

საჯარო შეხვედრა მამა თეოდორე გიგნიძესთან

16 ივნისს, ქ.რუსთავში, "რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, თემაზე:"ახალგაზრდების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში".

შეხვედრის პირველ ნაწილში სტუმარი ისაუბრებს თემაზე, მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

შეხვედრის ადგილი: გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი (მისამართი: ფიროსმანის ქუჩა #7; https://goo.gl/maps/UrJmbwBo61A2 )

დასაწყისი: 19:00 დასწრება თავისუფალია.