უნივერსიტეტის მისია

სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა:


თანამედროვე თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი მაღალკონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესითა და წარმატებული საქმიანობით ხელს შეუწყობენ თანამედროვე ტიპის მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.


მოქმედი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორცილებით, ასევე რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების სწრაფად ცვალებადი საზოგადოებრივი დაინტერესების შესაბამისად რეგულარული გადახედვითა და მოდიფიცირებით: დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს და მისცეს სათანადო ხარისხისა და ხელმისაწვდომი უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლება;


ქვემო ქართლის რეგიონში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობით დასახლებული მოსახლეობისთვის უმაღლესი და პროფესიული განთლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.