რექტორის მისალმება

ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების სახელით წარმოგიდგინოთ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი გთავაზობთ თანამედროვე თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი მაღალკონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესითა და წარმატებული საქმიანობით ხელს შეუწყობენ თანამედროვე ტიპის მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებზე აგებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც სტუდენტებში განავითარებენ მეცნიერებების სხვადასხვა დარგების ღრმა ცოდნას, გაუღვიძებენ ინტელექტუალური განვითარებისადმი ინტერესს და გაუღრმავებენ აზროვნებისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, რაც მათ საზოგადოებაში სწორი ორიენტაციის გამომუშავებაში დაეხმარებათ.

თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მზადაა იმსჯელოს თქვენთან, თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტს უკეთ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და ინტერესები.

გულქან ქმოსტელი

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი