აკადემიური საბჭო

მუხლი I. ზოგადი დებულებები


1. შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში სასწავლო უნივერსიტეტი) აკადემიური საბჭო (შემდგომში აკადემიური საბჭო) არის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი მართვის ორგანო, რომლის გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის, სტრუქტურული ერთეულების, პერსონალის და სტუდენტებისათვის.
2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის ყველა მიმართულებას ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ინიშნება პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
4. აკადემიური საბჭოს წევრის დანიშვნის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხური ხანგრძლივობას, ეს ვადაა 4 წელი;
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
6. აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსის მოპოვების საფუძველია საბჭოს წევრად
მისი დანიშვნა.
7. აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სასწავლო უნივერსიტეტთან მისი აკადემიური თანამდებობის შეწყვეტა;
ბ) პირადი განცხადება;
გ) გარდაცვალება.


მუხლი II. აკადემიური საბჭოს უფლება-მოსილებანი



1. აკადემიური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო
გეგმებისა და პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;
დ) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო – სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის შეფასებათა წესებსა და კრიტერიუმებს;
ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური თანამდებობის დაკავების კონკურსის წესს;
ვ) ხელს უწყობს ქვეყნისა და საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობის და ინტეგრირებული სწავლების, პროგრამების შექმნას;
ზ) განიხილავს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხისუზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
თ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად ფაკულტეტზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;
ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;
კ) მონაწილეობას ღებულობს სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევაში, განიხილავს და რექტორთან შეთანხმებითა მტკიცებს ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგს.
ლ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ოქმების შედგენასა და საქმეთა წარმოებაზე;
მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;


აკადემიური საბჭოს შემადგენლობა:


1. გულქან ქმოსტელი - საბჭოს თავმჯდომარე;
2. მანანა შელია-(პროფესორი)-საბჭოს წევრი;
3. ბიძინა ლემონჯავა (ასოცირებული პროფესორი)- საბჭოს წევრი;
4. მაია ჩეჩელაშვილი (ასოცირებული პროფესორი) - საბჭოს წევრი;
5. ზურაბ ჭავჭანიძე (პროფესორი)-საბჭოს წევრი;
6. დარეჯან ბიწაძე (ასცორირებული პროფესორი) - საბჭოს წევრი;
7. ნანა შატბერაშვილი (ასოცირებული პროფესორი) - საბჭოს წევრი;