აპრილი 23, 2016

„საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა"

გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.

გთხოვთ, საკონკურსო მასალები გამოგზავნოთ სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში:

ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10
ტელეფონი: 2261026

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ:

სტუდენტის ბარათის ასლი
ტელეფონის ნომერი
ელექტრონული ფოსტის მისამართი