ოქტომბერი 24, 2017

24 ოქტომბერს გაეროს დღე აღინიშნება

დღეს, 24 ოქტომბერს, გაეროს დღე აღინიშნება. საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.